მთხლეები ვართ და ქვეშაფსიები

მე ომისა და სტრატეგია-ტაქტიკის ბევრი არაფერი გამეგება, ერთი რამ ვიცი მხოლოდ მტერი თუ მოდის და შენს მიწაზე შენს თანამემამულეს კლავს რაღაც უნდა იღონო. როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხარ და ამ მკვლელობას უბრალოდ გმობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არა მთხლე სახელმწიფოს კიდევ უფრო მთხელ ორგანო ხარ რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია. როცა ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და ასეთ დროს სახლში ზიხარ და კომპიუტერში ფილმის ყურებასა და რაღაც სტატიის წაკითხვას შორის ფეისბუქზე აღშფოთდები, საქარტველოს მოქალაქე კი არა მთხლე ხარ, ქვეშაფსია მთხლე რომელიც ისე დააშინა რუსების შემოტევამ 2008 წელს რომ მას შემდეგ ხმას ვეღარ იღებს. ჰო მეც მთხლე და ქვეშაფსია ვარ იმიტომ რომ ჩემი აღშფოთება ამ კედლებს ვერ ცდება. ასეთი ქვეყანა არის იმის ღირსი რომ არსებობდეს? ეს კითხვა მაწუხებს, მაწუხებს ძალიან.

17 მაისი

დღეს ჩვიდმეტი მაისია, სამი წლის წინ ამ დღეს, ანუ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, ათი ათასობით სხვისი უკანალის დარაჯი მათ შორის წვერებიანი და კაბიანებიც, ყოვლად ამაზრზენი და ბინძური ფორმებით გამოხატავდა ლგბტ პურების მიმართ მიუღებლობას, დასდევდა მათი უფლებების დამცველებს, სცემდა, ესროდა ქვებს და ასე შემდეგ. იყო დრო როცა ჰომოსექსუალობა დანაშაული იყო, ამის გამო ზოგან სიკვდილითაც სჯიდნენ, უფრო მოგვიანებით ციხეში სვამდნენ ან/და მკურნალობდნენ. შემდეგ იყო დრო როცა ჰომოსექსუალობა დასაცინი იყო, ფილმებში, რომანებში, სპექტაკლებში მათ აშარჟებდნენ და დასცინოდნენ. ბოლოს კაცობრიობის ნორმალური ნაწილი მივიდა დასკვნამდე რომ ჰომოსექსუალობა არც დანაშაულია, არც ფიზიკური ნაკლი, არც დაავადება და ეს ისეთევი ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც, ქერა თმა (რომელიც ასევე მსოფლიო მოსახლეობის უმცირესობას აქვს) თუმცა ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის ამის გაგებისგან, აქ ხომ ქრისტიანი მღვდლები ძალადობისკენ მოგვიწოდებენ, ქურდები პატიოსან ადამიანებად ითვლებიან და აგრესიული ქსენოფობები პოლიტიკოსებად და, ზოგიც რაინდად, ითვლებიან. მოკლედ, სამუშაო ბევრია თუ გვინდა ცივილიზებულ ქვეყანად ვითვლებოდეთ, თუ არ გვინდა და ეჭვი მაქვს რომ არ გვინდა მაშინ მხართეძოზე წამოწოლა ზედგამოჭრული საქმიანობაა ჩვენთვის.

ორიოდე სიტყვა ევროვიზიაზედ

მელომანი არასდროს ვყოფილვარ, მუსიკაშიც დიდად ვერ ვერკვევი და შაბლონურად ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, ბითლზის ყველაფერი და ერთი-ორი სიმღერა ოთხმოცდაათიანებიდან მომწონს, მაგრამ ზუსტად ვიცი ევროვიზია რომ პოლიტიკური კონკურსია.

ევროვიზია რომ პოლიტიკური კონკურსია ეს უკვე გაცვეთილი და მოძველებული აზრია, თუმცა ამის გამო ჭეშმარიტების ხარისხ მასში არ უკლია. ისე რა არის აპოლიტიკური ამ მზისქვეშეთში ევროვიზია რომ იყოს? სამყაროში სადაც გრინფისის მიერ ვეშაპის გადარჩენაც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, გლობალური დათბობაც და ახალი რომის პაპის არჩევაც, უსინდისობა იქნებოდა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისათვის აპოლიტიკურობა მოგვეთხოვა. მუსიკის ან ზოგადად ხელოვნებაისა და პოლიტიკის გამიჯვნას ვინც გვთხოვს ხოლმე, თვითონაც არ სჯერა ამის უბრალოდ ხშირად ამგვარად იმართლებს თავს თავისი გაუმართლებელი საქიელის გამო, წავა რომელიმე „ერისიონი“ ორიოდე რუბლის საშოვნელად კრემლში, ტვალცრემლიანი მოუსმენს კობზონის შექებას და სულ ფეხებზე დაიკიდებს დახოცილ ჯარისკაცებს, გადამწვარ სახლებსა და თავისი მიწიდან გამოყრილ ადამიანებს, ამ რომელიმე „ქეთა თოფურიას“, „მანდილს“ თუ „ნინო ანანიაშვილს“ ის ორიოდე რუბლი და რომელიმე „კობზონის“ თბილი სიტყვები ურჩევნია სამშობლოსაც და პატრიოტიზმსაც. ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ, გუშინდელ ევროვიზიაზე მაყრებლების უმრავლესობამაც და ჟიურიმაც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და კონკურსი უკრაინის წარმომადგენელს მოაგებინა, რუსები კი პირში ჩალა გამოვლებული დატოვა. აი ასეთი ევროვიზია მომწონს… აქვე გამოვტყდები რომ წელს არც ერთი სიმღერისთვის არ მომისმენია, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ევროვიზიაზე წარმოდგენილი სიმღერა მომწონებოდეს და იმიტომ, ჰოდა გადავწყვიტე აწი მხოლოდ პოლიტიკას დავაკვირდე ხოლმე. ხშირად, გაცილებით უფრო სახალისოა.

გამარჯვების დღე

მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ საბჭოთა კავშირმა ფაშიზმი დაამარცხა 9 მაისს. მაგრამ გამოხდა ხანი და ეს ცოდნა ან გნებავთ, ეს წინადადება მთლიანად ტყუილი აღმოჩნდა, ჯერ ერთი საბჭოთა კავშირმა კი არა მოკავშირეებმა სადაც მთავარი მოთამაშეები ამერიკის შეერთებული შთატები, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რმდენიმე ქვეყანა იყო, მეორეც ფაშიზმი კი არა, არამედ ნაციზმი, ანუ ნაციონალ-სოციალიზმი, სწორედ ნაციონალ-სოციალისტური პარტია იყო გერმანიის მმართველი და ამ პარტიის ლიდერი იყო ადოლფ ჰიტლერი, მაგრამ საბჭოთა კავშირში სოციალიზმზე ცუდის თქმა მკრეხელობა იყო და ამის ჩამდენს ღმერთი – სტალინი სჯიდა, ამიტომ ყველა შეგნებულმა საბჭოთა მოქალაქემ იცოდა რომ გერმანიაში ფაშიზმი დამარცხდა; და ბოლოს 9 მაისს კი არა, 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციას სწორედ რვა მაისს მოეწერა ხელი, თუმცა რუსებმა აქაც საჭიროდ ჩათვალეს რომ თავისი საკუთარი გამარჯვების დღე უნდა ჰქონოდათ და დამატებით ცხრა მაისსაც მოაწერინეს. მერე კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდა ომი და საბოლოოდ იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა 1945 წლის 2 აგვისტოს, მაგრამ აქეთ, ჩვენსკენ, ევროპისკენ ითვლება რომ ნაციზმზე გამარჯვების დღე არის რვა მაისი და მხოლოდ რუსებს ჰგონიათ რომ ცხრა მაისია და ნუ კიდევ ცოტათი ჩვენც.

მაშ ასე სწორი წინადადებაა მოკავშირეებმა ნაციზმი რვა მაისს დაამარცხეს. გილოცავთ გამარჯვების დღეს.

აღდგომა

მე არ ვარ კარგი ქრისტიანი. ქრისტიანი ვარ თუ არა ზუსტად ისიც არ ვიცი, ან საერთოდ მორწმუნე. მაგრამ დღეაასწაულები მიყვარს, მათ შორის რელიგიური დღესასწაულებიც. არასდროს არავისთან მიჩხუბია, ნუ მილოცავ, ვთქვათ, შობას მე ხომ ათეეისტი (აგნოსტიკოსი, საინტოლოგი, დარვინისტი, ჰედონისტი ან სხვა რამ ჩასვით თქვენი სურვილით) ვარ მეთქი, უხარია იმ ადამიანსაც დღესასწაული და გილოცავს, უნდა რომ თავისი სიხარულის ნაწილი შენ მოგცეს. რა არის ამაში ცუდი მომკალი და არ მესმის. ჰოდა იმას ვამბობდი მეც მიხარია მეთქი რელიგიური დღესასწაულები და, ალბათ, განსაკუთრებით აღდგომა არა მხოლოდ იმიტომ რომ ამ დღეს გემრიელი პასკები ცხვება, არც მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვობის მოგონებად წითელი კვერცხეის დაჭიდება მაქვს შემორჩენილი, იმიტომ ნამდვილად არა რომ ქალაქი სოფლელებისგან იცლება თურმე, ეს პირიქით მწყინს. ალბათ ყველაზე მეტად იმიტომ რომ ამ დღესასწაულთან ერთად მოდის გაზაფხული და გაზაფხული კი მიყვარს საკუთარი მშობელივით. ხშირად მსმენია დავა რა უფრო მნიშვნელოვანია დღეა ქრისტიანისთვის შობა თუ აღდგომა, რომ არ ყოფილიყო შობა არ იქნებოდა აღდგომაო ამბობენ ერთნი, მაგრამ მე მეორეების არგუმენტი უფრო საფუძვლიანი მგონია: რა აზრი ექნებოდა შობას რომ არ ყოფილიყო აღდგომა? რა აზრი აქვს რამის შექმნას თუკი ის ერთხელაც სამუდამოდ გაქრება და არანაირი სახით აღარ მოგვევლინება თავიდან? თუკი ზამთარს გაზაფხული არ მოყვება, ან თუ შენს შექმნილს აღფრთოვანებაში არ მოყავს თუნდაც ერთი ადამიანი, ან თუ ხაბაზის გამომცხვარმა პურმა ვინმე არ დაანაყრა უაზრობა არ იქნება ყველაფერი? ბოდიშ კი გიხდით პატეკისთვის, მაგრამ პათკეტიკა უხდება რელიგიურ დღესასწაულებს და როგორც წლების წინ ერთმა კაცმა მითხრა: ქრისტე აღდგა ბოზის შვილი ვიყოო.

ამბავი იმისა თუ როგორ იმასუქნეს ქართველმა ძიუდოისტებმა რუსებს შიგ პუტინში

მე არასპორტული ადამიანი ვარ. ზოგს ჰგონია რომ ღმერთმა სპორტი მხოლოდ საყურებლად მოიგონა, მე კი მგონია რომ ღმერთს სპორტი საერთოდ არ მოუგონია და იმას კი რაშიც ღმერთის ხელი არ ურევია, როგორც ჭესმარიტი ქრისტეანი ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე. ჰოდა, იმას მოგახსენებდით არასპორტული ადამიანი ვარ მეთქი, არც სპორტული თამაშობებით ვერთობი, არც მათი ყურება მხიბლავს. ერთი ეგაა თუ რომელიმე სახეობაში, იქნება ეს დაწყევლილი ფეხბურთი, დალოცვილი რაგბი, თუ სასაცილო კერლინგი, საქართველოს ნაკრები ვინმეს ხვდებაო, ჩავუსაფრდები შედეგებს და გამარჯვების შემთხვევაში ფრიად ვხარობ. თუკი საქართველოს ნაკრები მთლად რუსეთისას ეთამაშება აქ კი ორმაგი გაფაციცებით ველი შედეგს და რომ ვიმარჯვებთ ათმაგად მიხარია.

რამდენიმე დღის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში ევროპის ჩემპიონატზე კაი გემრიელი, ჯიგრიანი გამარჯვება იზეიმეს. მოგეხსენებათ ქვეყანაში ღონიერი ბიჭები მრავლადა გვყავს, მათ თუ აიყვან და ბავშვობიდან რამდენიმე ეშმაკურ ილეთსაც დაასწავლი მშვენიერი მოჭიდავეები დგებიან ხოლმე. ახლა შემართება და ჯიგარი ნახე? ჰოდა ასეთი ნაკრები გაემართა რუსეთში, ჩავიდა, ნახა და გაიმარჯვა. სამჯერ, სამჯერ გამოჯგიმეს რუსის სალდათები ჩვებნმა ბიჭებმა საქართველოს ჰიმნზე. სამჯერ, სამჯერ თავბედი აწყევლინეს ძიუდოს მოყვარულ პატარა ცახეს პუტინს და სამჯერ მოიხეს ქარტველი გულშემატკივრის მრავალტანჯული გული. მადლობა ძმებო, კიდევ ბევრჯერ აგეტირებინოთ პუტინი და მისი რაზმი.

მოგესალმები, სამყაროვ

მეც, როგორც ბევრი თქვენგანი, საბჭოთა კავშირში დავიბადე და გავიზარდე. ვინც ვერ მოესწარით ამ გრანდიოზულ სიმახინჯეს უთუპდ გაგონილი გექნებათ რომ ამ სახელმწიფოში ყველაფერი ზედაპირული და არასაფუძვლიანი იყო, მათ შორის რა თქმა უნდა ცოდნაც და განათლების სიტემაც, ამიტომ საბჭოთა ადამიანმა, გარდა მცირე გამონაკლისებისა, იცოდა ყველაფერი, ოღონდ მხოლოდ ზედაპირულად. ვერ იპოვიდით ვერც ერთ სფეროს რაშიც საბჭოელი საფუძვლიანად იყო გარკვეული. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მეც ასე დამემართა? არაა გასაკვირი. ამიტომ გადავწყვიტე თავს მოგახვიოთ ჩემი დილეტანტური აზრები ყველაფერზე რაც ჩვენს ირგვლივ ხდება კინო იქნება ეს, მწერლობა, ფიზიკა თუ ასტროლოგია, ცეკვა თუ სპორტი. მაშ ასე ღმერთი ჩვენსკენ, ვიწყებთ.